რაჭული ხაჭაპური ბაჭულები
რაჭა მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. იგი საქართველოს ულამაზესი კუთხეა. ამჟამად რაჭა მოიცავს რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მხარის ონისა და ამბროლაურის რაიონების ტერიტორიას.
აქ მაცხოვრებელი ხალხისთვის მეტისმეტი სიდინჯეა დამახასიათებელი „ბოშო“. აქაურები უფრო მეტ უპირატესობას ლობიანს ანიჭებენ, მაგრამ ბაჭულებსაც ხშირად მიირთმევენ. ჩვენ გადავწყვიტეთ რაჭასთან ერთად საქართველოს მთიან რეგიონში გავრცელერბული ხაჭაპურის რეცეპტები მოგვეძიებინა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ხაჭაპური
ხაჭაპური ქართული ეროვნული კერძია,
დაბრძანდით და მიირთვით ძალზე გემრიელია.
ძროხა გვაძლევს რძეს, მისგან ყველი კეთდება.
ყველის დამსახურებაა ხაჭაპურის კეთება.
ქართველისთვის ხაჭაპური გემრიელი კერძია,
რაჭველების ხაჭაპურს არაფერი ჯობია.
ყველაფერი გავაკეთეთ თქვენი კმაყოფილებისთვის
იმედია მოგეწონათ ვმუშაობდით მთელი გუნდი
თინათინ კილასონიას ლექსი

რაჭული ბაჭულები
რაჭულ ხაჭაპურს აქვს არა მრგვალი არამედ ოთხკუთხედი ფორმა. ავიღოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი, გავაბრტყელოთ ოთხკუთხედად შუაზე მოვათავსოთ კვფერცხში არეული დაფშვნილი ყველი, გადავკეცოთ ოთხივე კუთხე გული კონვერტისებურად. ზემოდან წაუსვათ კვერცხის გული და შევდგათ გამოსაცხობად აირღუმელზე ან კეცზე.
გიორგი ცხდაძე
ფშავ ხევსურული ხაჭაპური
მასალა:
ყველი -1კგ, ერბო ან კარაქი -300 გრ, პურის ფქვილი -2 ჩაის ჭიქა.
მომზადება:
დავფშვნათ ახალი ყველი, შევაზილოთ კარაქი და ჩავყაროთ ჭურჭელში რომელიც ცეცხლის პირას არის დადებული. შიგვე ჩავყაროთ ფქვილი ვზილოთ განუწყვეტლივ ხის კოვზით. დაახლოებით ერთი საათის დუღილის შემდეგ ამოვიღოთ ჯამებზე და ცხელ_ცხელი მივიტანოთ მაგიდაზე. ცხელ ხაჭაპურთან შეიძლება მივიტანოთ ცივი რძე.
ხაბიზგინა (ოსური ხაჭაპური)
მოვზილოთ ჩვეულებრივი საფუარიანი ცომი და დავდგათ ასაფუებლად. როცა გაფუვდება, გავაბრტყელოთ, ბლომად დავაყაროთ დაფშვნილი ახალი ოსური ყველი და მოვუკრათ თავი. ტაფა კარგად გავაცხელოთ, დავდოთ ერბო და გამოვაცხოთ ხაჭაპური ორივე მხრიდან, შეწითლებამდე.

ჭვიშტარი (სიმინდის ფქვილის ხაჭაპური)
სუფთად გაცრილი სიმინდის ფქვილი მოვზილოთ რძესა და მაწონში. ავურიოთ ერთი-ორი კვერცხი. ამოვაგუნდაოთ გუნდა გავყოთ 2 ნაწილად და გავაბრტყელოთ, ერთი ფენა დავდგათ გახურებულ ქვის კეცზე, მოვაყაროთ 5-6 ჩაის ჭიქა დაფხვნილი იმერული ყველი, დავაფაროთ ზემოდან ცომის მეორე ნახევარი და გავაბრტყელოთ. ზემოდან მოვასხათ დაფხვნილი ყველისა და კვერცხის ნარევი. დავადოთ ნაკვერცხლები და გამოვაცხოთ გაწითლებამდე.

Комментариев нет:
Отправить комментарий